ძალადობის მსხვერპლი მონაზვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

27.11.22 11:04
ძალადობის მსხვერპლი მონაზვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ძალადობის მსხვერპლი მონაზვნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კავკასიის მედიცინის ცენტრო ოფიციალურ კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებს. ამის მიუხედავად, "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 74 წლის დედაო მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. სასულიერო პირს უკვე მეორე დღეა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში დამატებით გამოკვლევევს უტარებენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ სურამის ეპარქიიდან მონაზვნის მოსაკითხად არავინ მისულა, "პირველები" უმძიმესი ფაქტის ადგილას მივიდა. ამ წუთებში იქ ეპარქიის ხელმძღვანელი მამა სვიმონ სააკაშვილი წირვა-ლოცვას აღავლენს. 

მამამ სვიმონ სააკაშვილს მეორე დღეა მომხდართან დაკავშირებით შეფასება არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ კომენტარს ქადაგების შემდეგ გააკეთებდა. 

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში  74 წლის მონაზონი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.  პოლიციამ 27 და 39 წლის ახალგაზრდები უკვე დააკავა. ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს არცერთი უფლებადამცველი არ იცავს.

სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები