"ამორალური განცხადებაა" - თეოლოგები მამა ანდრი ჯაღმაიძეს პასუხობენ

27.11.22 11:28
"ამორალური განცხადებაა" - თეოლოგები მამა ანდრი ჯაღმაიძეს პასუხობენ

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცახდებას თეოლოგები ამორალურს უწოდებენ. საუბარია სასულიერო პირის "ფეისბუქპოსტზე", სადაც ის მონზანზე ძალადობაში ბრალს კრიტიკულ მედიასაშუალებებს და თეოლოგებს ადანაშაულებს.

მიშა ნებიერიძე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს იმ ძალადობის წამახალისებელ ფაქტებს ახსენებს, რომელიც ეკლესიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც უფრო მეტად თესდეს სიძულვილს, ვიდრე ამას საპატრიარქო აკეთებს. 

გავიხსენოთ, პირველი ასეთი სახალხო ძალადობრივი ფაქტი რომელი იყო. ეს იყო 17 ივნისი, როდესაც მრევლი სამღვდელოებასთან ერთად დაუპირისპირდა გარკვეულ ჯგუფს და საერთო სახალხო ძალადობა მოხდა. ამის შემდეგ 5 ივლისი, როდესაც ასევე სასულიერო პირი გამოვიდა და პირდაპირ მოწუოდა ხალხს, რომ „ღვთის სახელით მოგიწოდებთ, რომ იძალადოთ“. არ არ მეგულება სხვა ინსტიტუცია ან პიროვნება, როელიც უფრო მეტად თესდეს ჩვენს საზოგადოებაში ღვარძლს და სიძულვილს, ვიდრე  ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. მოგვიწოდებს, რომ მაქსიმალურად გაჩუმდეთ. როგორი ამორალური განცხადებაა. ალბათ არ უფქირდება ეს ადამიანი, რომ ხო, ასეთ უბრალო ადამიანზე როგორიც მე ვარ, როგორიც თქვენ ხართ - ჟურნალისტი, კვლავ ისეთი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, როგორიც 5 ივლისი იყო, - ამბობს ნებიერიძე.