გომის მთაზე უნიკალური თიხის საბადოებია - რატომ ართმევს პროკურატურა მიწებს ადილობრივებს
ოპოზიცია ირწმუნება, რომ გომის მთაზე, სადაც მიწების თვითნებურად რეგისტრაციის ფაქტზე ადამიანებს პასუხისგებაში აძლევენ, რეალურად, უნიკალური თიხის საბადოებია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პროკურატურა ადგილობრივებს მიწებს ართმევს, რადგან უნიკალური საბადოებით თავად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.
ირკვევა, რომ 2020 წელს გურიაში წინასაარჩევნოდ ჩასულმა თეა წულუკიანმა ადგილობრივებს მიწების დაკანონების პირობა მისცა, თუმცა ახლა აღნიშნულ მიწებს მათ პროკურატურა უკან ართმევს.
"პირველებმა" ერთ-ერთი სქემა გაშიფრა. ირკვევა, რომ ვინმე მარგო მიმინოშვილს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ენმ-ს კოორდინატორი იყო, გომის მთაზე მიწას "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემის სანაცვლოდ შეპირდნენ. ინფორმაცია თავად მიმინოშვილმაც დაადასტურა.
სავარაუდო თაღლითურ სქემაში საჯარო მოხელეებიც ფიგურირებენ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გორმის მთაზე მიწა ცოლის სახელით მოითხოვა.