მონაზონზე თავდამსხმელები ბრალის წარდგენას ელოდებიან - მრევლი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

27.11.22 13:16
მონაზონზე თავდამსხმელები ბრალის წარდგენას ელოდებიან - მრევლი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მონაზონზე თავდამსხმელები გამომძიებლებს ელოდებიან. ისინი ბრალის წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდებიან. პოლიცია მათ ადგილსამყოფელს არ ამხელს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ საზარელი ამბის შემდეგ მოქალაქეებმა დაკდავებულებზე შური იძიონ.

მრევლი შოკშია. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში საკვირაო წირვაზე მისულები დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ადგილობრივები მომხდარში მთავორბის პასუხისმგებლობასაც ხედავენ. 

შეიძლება დრეს დედაო მოკლან, ხვალ მამაო მოკლან, მერე ისევ დედაო მოკლან და არ შეიძლება შიში უნდა ჰქონედთ ისეთი, რომ ეს მეორედ აღარ გააკეთონ. ეს არის მთავრობის ბრალი. ყველა თავის საქმე იკეთებს, ყველა თავის ჯიბეში იდებს ფულს და ხალხს არ აქცევენ ყურადღებას, - ამბობს მრევლი. 

ეპისკოსკოპოსი სვიმონ სააკაშვილი კი ეპარქიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს ქადაგებაში გამოეხმაურა და მომხდარს მანიაკალური ქცევა უწოდა. ასევე, დანაშაულში ირიბად ისევ კრიტიკული მედია დაადანაშაულა. მამა ანდრია ჯაღმაძისმსგავსად მანაც თქვა, რომ მედიის მხრიდან შეტევა ბოლო დროს მასზეც ხორციელდებოდა. 

"პირველები" ასევე, ტაძრის ხელმძღვანელს მამა  მიქაელსაც ესაუბრა.

გავაცილე დედაო და გუშინ ლოცვა მქონდა მერე. დედაოას მდგომარეობს სტაბილურია და უბრალოდ, სჭირდება დრო იმას, რაც დაემართა ამ დალოცვილ, - თქვა სასულიერო პირმა.