მედიაექსპერტები ჯაღმაიძის განცხადებას ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებად აფასებენ

27.11.22 13:34
მედიაექსპერტები ჯაღმაიძის განცხადებას ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებად აფასებენ

მედიაექსპერტები და ადამიანის უფლებადამცველები ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაად აფასებენ. მათი თქმით, ამას 5 ივლისის ძალადობაც ცხადყოფს, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

მედიაექსპერტებს აინტერესებთ, თუ ჯაღმაიძეს გაუხსნელ საქმეების, ფემიციდის და გაზრდილი კრიმინალის საკიტხები ადარდებს, მაშინ რატომ არ მიმართავს ის შსს-ს და რატომ იშვერს ის ხელს მედიისკენ.

საპატრიარქო არ მოუწოდებს მის მრევლს და საზოგაოდებას, შეწყვიტოს ძალადობა ქალების წინააღმდეგ და ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ ხდება წახალისება ჟურნალისტების წინააღმდეგ. 5 ივლისი, რომელიც გახლავთ მძიმე ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში, უკავშირდება ასევე საპატრიარქოს მხრიდან  ძალადობის წახალისებას. ეს საშიში ტენდენცია ქმნის ახალ საფრთხეებს ადამაინებისთვის, არა მარტო ჟურნალისტებისა დ აოპერატორებისთვის, არამედ საზოგაოდებისთვის, რომელიც თავისთავად არის მთავარი სამიზნე, რომ მათთან არ მივიდეს მრავალფეროვანი ინფრომაცია, - ამბობს მედიაექსპერტი ნათია კაპანაძე. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე ედურად მარიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საპატრიარქოს ჯანსაღი კრიტიკის არსებობა არ სურს. 

იმ დანაშაულზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, არანაკლებ შემზარავია ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, რომელიც ცდილობს, რომ ამ მძიმე ამბავზე პასუხისგებლობა გადააბრალოს მედიას და განსაკუთრებით კრიტიკულ მედიას. მათ არ სურთ, რომ ჯანსაღი კრიტიკა არსებობდეს, ეს არის ერთი მიზანი ამ განცხადების და მეორე მიზანი არის ქვეცნობიერად თუ განზრახულად, ნეგატიური დამოკიდებულება მიმართონ კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების მისამართით, - თქვა მარიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურში მომხდარი საზარელი ძალადობის შემდეგ, რომელიც 74 წლის მონაზვნი გაუპატიურებას და ცემას ეხება, მამა ანდრია ჯაღმაძიემ მომხდარში კრიტიკული მედია და ტეოლოგები დაადანაშაულა

მსგავსი სიახლეები