ეთანხმება თუ არა ჯაღმაიძის განცხადებას - ხაშურის ეპისკოპოსი ჟურნალისტების შეკითხვას არ პასუხობს

27.11.22 15:13
ეთანხმება თუ არა ჯაღმაიძის განცხადებას - ხაშურის ეპისკოპოსი ჟურნალისტების შეკითხვას არ პასუხობს

ჟურნალისტების შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ხაშურის ეპისკოსპოსი მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, სასულიერო პირი არ პასუხობს. საუბარია საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის "ფეისბუქპოსტზე", სადაც მან ხაშურის ეპარქიაში მომხდარში კრიტიკული მედიასაშუალებები დაადანაშაულა. 

ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი მონაზონი საავამდყოფოში ხაშურის ეპისკოპოსმა უკვე მოინახულა.  მამა სვეიმეონ ცააკაშვილის თქმით, მონაზვნის მდგომარეობა უმჯობესდებად ა ის პალატაშია გადაყვანილი. 

ცნობილია ასევე, რომ  დედაოს უმძიმეს ფსიქილოგიური მდგომარეობა აქვს და სასწრაფოდ რეაბილიტაცია ესაჭიროება.

ტვინის შერყევა არის, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა არის, მაგრამ სტაბილურად არის და შედარებიტ ყოველდღიურად უკეთესდება. მხედველობაც მეორე თვალშიც აღუდგა და უკტესად არის. ქვების სროლას თავი გავანებოთ და  ერთად ვიყოთ, - თქვა სასულიერო პირმა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები