არცერთი სიტყვა დამნაშავეებზე - ხაშურის ეპარქიის ხელმძღვანელმა ჯაღმაიძის ბრალდებები გაიმეორა
ხაშურის ეპარქიაში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახემ ეპარქიის ხელმძღვანელემა დრეს ეკლესიაში იქადაგა. მამა სვიმეონ ცააკაშვილს დამნაშავეებს შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა ჯაღმაიძის მსგავსად მომხდარში ირიბად მანაც კრიტიკული მედია და საზოგადოების ნაწილი დაადანაშაულა.
მსგავსი შემთხვევა კომუნისტების დროს ეკლესიის დევნის დროსაც კი, შეიძლება ითქვას, არ მომხდარა ასე ღიად. ეკლესიაში ასეთი, არ ვიცი რა დავარქვა, მანიაკალურია სეთიდ ამოკიდებულება. ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. არა მარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანების შედეგია ის, რაც მოხდა რამდნეიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე და მარავალ სასულიერო პირებზე და შედეგმაც არ დააყოვნა. ეკლსიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ ამდენ დევნას რა მოჰყვება, როგორი სიძულვილი და წაქეზება მოჰყვება, რომ ეკლესიაზე და მონაზვნებზე როგორ უნდა წააქეზო ეს გაჭირვებული ადაიანები, - იქადაგა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 74 წლის მონაზონი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ 27 და 39 წლის ახალგაზრდები უკვე დააკავა. ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს არცერთი უფლებადამცველი არ იცავს.
სასტიკად ნაცემი დედაოს გადარჩენას ახლა კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები ცდილობენ.