"უდიდესი სირცხვილი, უტიფრობა და სულიერი უმწიფობა" - გიორგი ტიგინაშვილი ჯაღმაიძის განცხადებაზე
თეოლოგებს უჩნდებათ განცდა, რომ ძალადობის წამახალისებელი ტექსტი, რომელიც მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რეალურად "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება.
გიორგი ტიგინაშვილი სასულიერო პირის განცხადებას უტიფარს და არამართლზომიერს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ ეს წყალს მხოლოდ მოძალადე ორკების წისქვილზე ასხამს.
ეს არ არის კერძო და სუბიექტური შეფასება, რადგან ის არის ოფიციალური პირი საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი სირცხვილი, უტიფრობა და სულიერი უმწიფობა, რომელსაც ხსენებული დეკანოზი ავლენს თავისი ასეთი პირქუში, არამართლზომიერი და თავხედური განცხადებით. ეს გზავნილი გამსჭვალულია იმთავითვე იმგვარი მოტივებით, რომელიც კვლავინდებურად ასხამს მოძალადე ორკების წისქვილზე წყალს. ეს არის შთაგონება, ეს არის იმპულსების გაღვივება, ეს არის კონფლიქტების კვლავ დაბადებისა და წარმოშობის ინსპირაცია, რომელსაც ანდრია ჯაღმაიძე ეწევა. უტიფრად და ურცხვად ცრუობს ანდრია ჯაღმაიძე, როცა კერძო ინტერესად იყენებს ასეთ დიდ ტრაგედიას, რომელიც გუშინ გახორციელდა, - თქვა გიორგი ტიგინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში მომხდარი საზარელი ძალადობის შემდეგ, რომელიც 74 წლის მონაზვნი გაუპატიურებას და ცემას ეხება, მამა ანდრია ჯაღმაძიემ მომხდარში კრიტიკული მედია და ტეოლოგები დაადანაშაულა.