"საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს" - მედიის ადვოკატირების კოალიცია

27.11.22 15:50
"საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს" - მედიის ადვოკატირების კოალიცია

მამა ანდრია ჯაღმაიძის განაცხედბა ამჯერად მედიის ადვოკატირების კოალციამ საჯარო პოსტით გააკრიტიკა. ორგანზიაცია პირდაპირ წერს, რომ ეკლესიის წარმოამდგენლის მხრიდან ამგვარი განცახდება მხოლოდ მედიაზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს. ამასთან, განცახდებაში ხაზგასმულია, რომ სასულიერო პირის განცხადებამ, შესაძლოა, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიოს, დანაშუალის ნამდვილი მიზეზი კი ყურადღების მიღმა დარჩეს. 

საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე  თავდასხმის რისკებს აძლიერებს.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა,  ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია. 
საგანგაშოა, რომ Საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას.  
მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურში მომხდარი საზარელი ძალადობის შემდეგ, რომელიც 74 წლის მონაზვნი გაუპატიურებას და ცემას ეხება, მამა ანდრია ჯაღმაძიემ მომხდარში კრიტიკული მედია და ტეოლოგები დაადანაშაულა.   

მსგავსი სიახლეები