დისკრიმინაცია ჯანმრთელობის ნიშნით - 22 წლის დინა ხორგუანი სამსახურიდან დიაბეტის გამო გაათავისუფლეს
ახალგაზრდა ქალმა სამსახური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკარგა. 22 წლის დინა ხორგუანი აეროპორტში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ დიაბეტი აქვს.
ხირგუანი "პირველებთან" ყვება, რომ სამსახურში შეუძლოდ გახდა, თუმცა მას ინსულინის გაკეთების საშუალება არ მისცეს და სახლში გაუშვეს. უკან დაბრუნებულმა სამსახურში ექიმის ცნობა წარადგინა. ამის მიუხედევად, მას გათვაისუფლების ოქმი დაახვედრეს, რაზეც ხელის მოწერა იძულებით მოუწია.
გამომიშვეს იმის გამო, რომ პარასკევს იგებენ, რომ მაქვს დიაბეტი და ორშაბათს დილით მიწერენ განცხადებას თავის ხელით, მიშვებენ სამსახურიდან და მეუბნებიან, რომ ეს არის საქმის დარღვევა უხეში და დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეტებენ ყველანაიარად, - ამბობს ხორგუანი.
იურისტების შეფასებით, ეს დისკრიმიაციაა და ამიტომ დავა სასამართლოში გაგრძელდება. ახალგაზრდა ქალის უფლებებს პროფკავშირები იცავს.