20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - მონაზვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულებს სახელმწიფო ადვოკატი შეხვდა
მონასტრის დაყაჩაღებისას გაუპატიურებული მონაზონი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. 74 წლის დედაოს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ექიმები ნაცემი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფური გაუპატიურებისტვის და ყაჩაღობისთვის დაკავებულებს სახელმწიფო ადვოკატი შეხვდა. შესაძლოა, ორივე სასამართლოში დღესვე მიიყვანონ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თავად დაკავებულები ახლა დუმილის უფლებით სარგებლობენ და ირწმუნებიან, რომ დანაშაულის ადგილზე არ ყოფილან.
ეპარქიაში კი, სადაც საზარელი შემთხვევა მოხდა, დღეს გამაგოგნებელ განცხადებებს აკეთებდნენ. მეუფე სვიმეონმა ამბიონიდან თქვა, რომ ცხრამუხის მონასტრის დედაოზე ძალადობა კრიტიკული ტელევიზიების ბრალია, რომლებიც მიც "ლენდ კრუიზერის" ჯიპზე რეპორტაჟებს აკეთებდნენ.
უფრო მეტს უმძიმესი ფაქტის შესახებ სოფო ნიაურის რეპორტაჟში იხილავთ.