ანდრია ჯაღმაიძემ მონაზონზე ძალადობა კრიტიკულ მედიას დააბრალა - წმინდა სინოდი ამ დრომდე დუმს

27.11.22 20:18
ანდრია ჯაღმაიძემ მონაზონზე ძალადობა კრიტიკულ მედიას დააბრალა - წმინდა სინოდი ამ დრომდე დუმს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დღეს, ფაქტობრივად,  ეკლესიის სახელით ჟურნალისტებზე ძალადობის ნებართვა გასცა. ანდრია ჯაღმაიძემ მონაზვნის გაუპატიურება და ცემა კრიტიკულ მედიას დააბრალა. 

ყალბი და რეალობას აცდენილი განცხადებების შემდეგ ანდრია ჯაღმაიძის წინააღმდეგ გამოსვლა დღეს სინოდის ვერცერთმა წევრმა ვერ გაბედა. 

ირკვევა, რომ საპატრიარქოს პრესსმდივანმა ჟურნალისტებზე იერიში დღეს წმინდა სინოდის წევრებთან შეუთანხმებლად მიიტანა. განცხადება საპატრიარქოს სახელით მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში ისე გაავრცელა, რომ სინოდის წევრებმა არ იცოდნენ და არსებითი ინფორმაციით, არც პატრიარქთან ყოფილა შეთანხმებული. 

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ამორალური და უსამარლო უწოდეს თელოგებმა და მედიაექსპერტებმა. 

უფრო მეტი მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შესახებ იცილეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები