ქარელში სოციალურად დაუცველების კორპუსს ჩამოშლა ემუქრება - 15 ოჯახი დახმარებას ითხოვს
ცხოვრებსა ნგრევის პირას მისულ კორპუსში - ქარელში იშლება შენობა, სადაც სოციალურად დაუცველები არიან შესახლებულები. ოთახებსა და დერეფნებშ ისე წვიმს, როგორც გარეთ. ნესტის გამო საყრდენი კედელიც დაზიანებულია.
ადგილობრივი მთავრობა კი სოციალურად დაუცველებს ეუბნება, რომ კორპუსის შესაკეთებლად თანადაფინანსების პროექტში უნდა ჩაერთონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითო ოჯახმა ავარიული სენობის რეავბილიტაციისთვის 300 ლარი უნდა გადაიხადოს.