კარტოგრაფების საქმე - დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელი პროცესი ისევ ბრალდების მხარის მოწმებიის გამოკითხვით გაგრძელდება. პროკურატურის თქმით, ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ლეჟავა 2006-2007 წლებში კომისიის წევრი იყო.
თავად ივერი მელაშვილი და დაცვის მხარე კი პროცესს ხელისუფლების მიერ მართულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. საგამოძიებო უწყებას მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ სასაამართლოში მიჰყავს მოწმეები, რომლებიც კარტოგრაფების დანაშაულზე ვერ საუბრობენ.
პროცესები გრძელდება უსაშაველოდ. ძალიან ბევრი მოწმეა გამოსაკითხი და სადამდე გაგრძელდება, სადაამდე შეიძლება ასე გრძელდებოდეს არ ვიცი. რა აქვს ამის წამომწყებს გონებაში, ძნელი წარმოსადგენია. ეს იყო სუფთა პოლიტიკური პროცესი, წინასაარჩევნო, - ამბობს ივერი მელაშვილი.
სახელმწიფო ბრალდება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩევოს სახელმწიფო ინეტერსების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.