სასტიკი ძალადობა მონაზონზე - უმძიმესი ბრალდებით დაკავებულები ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ
ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო რამდენიმე საათში იმსჯელებს.
ბრალდებულების ინტერესების დამცველი გიორგი ჯეირანაშვილი ამბობს, რომ დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
ველოდებით სასამართლო პროცესსს, სადაც ჩვენ წავრსდგებით ჩვენი კონკრეტული პოზიციით. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, მათ ამაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. მათ შორის უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. დუმილის უფლებას იყენებენ“, - აცხადებს ადვოკატი.
შემზარავი ფაქტი ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს მოხდა, სამართალდამცავებმა ორი პირი მომხდარიდან მეორე დღეს 26 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.