ძალადობა მონაზონზე - საქმეში დაზარალებულის ჩვენება დევს
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების საქმე - დაკავებულები განსასჯელის სკამიზე, ხაშურის რაიონული სასამართლოში, რამდენიმე საათში დასხდებიან. 27 და 39 წლის ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
გიორგი ჯეირანაშვილმა ორივე მათგანი ინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა და მედიას მათი პოზიციაც გააცო.
სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ირკვევა, რომ საქმეში დაზარალებულის ჩვენება დევს:
საქმეში დაზარალებულის ჩვენება არის... დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ამის საფუძველზე გამოძიება დასაბუთებული ვარაუდის დონეზე, გამოძიება ფიქრობს, კონკრეტული მუხლებით მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული ", - ამბობს გიგა ჯეირანაშვილი.