ოჯახური ძალადობა რუსთავში - კაცმა ცოლი სცემა და მოკვლით ემუქრებოდა
ოჯახური ძალადობა რუსთავში - 45 წლამდე კაცმა ცოლს სცემა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა, ძველ რუსთავში მოხდა. გამოცემის ცნობით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შეკამათებაში გადაიზარდა და ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა.
კაცი ქალს დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ბრალდებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადგილზე დააკავეს.