"მკვლელობების 53% დანით არის ჩადენილი" - ცივი იარაღის ტარებაზე შსს ჯარიმას ზრდის
კრიმინალური შემთხვევების შემცირებას შსს ჯარიმების საფასურის გაზრდით გეგმავს. პარლამენტში მისულმა გომელაურის მოადგილემ დაადასტურა, რომ ცივი იარაღის ტარებაზე, მათ შორის, დანაზე, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.
სანდრო დარახველიძემ სხდომაზე დღეს სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩადენილი მკვლელობების 50% სწორედ ცივი იარაღით არის ჩადენილი.
განხილვის თემა იყო "ტვ პირველზე" გასული რეპორტაჟიც, როცა ოზურგეთში სამართლდაცველმა მოხუცი კაცი ქუჩაში ვაშლის გათლის გამო დააჯარიმა.
მკვლელობების 53% მოხდა დანით, ეს იმ პირობებში, როცა გვაქვს ეს კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს. ის რეგულირება, რომელიც დღეს მოქმედებს, მას არ გააჩნია პრევენცული ეფექტი. მიზანი არის ის, რომ არა ვაშლის თლისთვის და საკვების მიღებისთვის ადამიანი დავაჯარიმოთ, არამედ პრევენცია მოვახდინოთ, - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.