"ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი"- შს მინისტრის მოადგილე მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებზე

28.11.22 13:44
"ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი"- შს მინისტრის მოადგილე მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებზე

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ხაშურის ეპარქიაში ჩადენილი დანაშაულის გამო ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ამის შესახებ მან  პარლამენტში გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

"პირველებმა" სანდრო დარახველიძე ჰკითხა, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს  მედიასაშუალებების მიმართ ძალადობრივი კამპანიის წინააღმდეგ. საუბარია საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის განცხადებაზე, სადაც მან ხაშურის ეპარქიაში მომხდარ დანაშაულში ბრალი კრიტიკულ მედიასაშუალებებს დასდო. 

ამის მიუხედევად, სანდრო დარახველიძემ სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა. 

ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პოლიციამ უსწრაფესად, დანაშაულის ჩადენიდან 2 საათში მოახდინა დამნაშავე პირების გამოვლენა და დაკავება. მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც კი სისხლის სამართლის კოდექსით არის გასნაზღვრული. ეს არის 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. კონკრეტული დანაშაულის მიზეზებზე საუბარი მე გამიჭირდა, სანამ არ იქნება შესაბამისი კრიმინოგენური კვლევები და ამ საკითხის კრიმინალურ-მეცნიერული ანალიზი, - თქვა დარახველიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები