1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება

28.11.22 14:43
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება - განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პროგრამისთვის, 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გაეზრდებათ. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე 50 ლარი იყო. გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან კი ეს თანხა 200 ლარი გახდება. ანუ, თითო ბავშვზე დახმარების სახით 200 ლარს გავცემთ. ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება"- აღნიშნა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები