მიხეილ სააკაშვილს თვალისა და ხელის ტრემორი აქვს
მიხეილ სააკაშვილს თვალისა და ხელის ტრემორი აქვს, მაღალი ტემპერატურა, უჭირს ლაპარაკი, გადაადგილება - მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შესახებ ინფორმაცია "ვივამედიდან" ხატია დეკანოიძემ გამოიტანა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლლა სურდა, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ რეანომობილითაც კი პაციენტის გადაადგილება სირთულებთან იყო დაკავშირებული.
მას პრაქტიკულად სხვეული აღარ აქვს, თვითონ ჰქონდა სურვილი, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა სააკაშვილი მსოფლიომ ნახოს - ამბობს ხატია დეკანოიძე.