არსებობს ჩანაწერები, დაზარალებულს წაართვეს ტელეფონიც - მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

28.11.22 17:41
არსებობს ჩანაწერები, დაზარალებულს წაართვეს ტელეფონიც - მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.

არცერთ ბრალლდებულს დღეს თავის მართლებაც კი არ უცდია. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. 

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით,  საქმეზე პატიმრობის შეფარდების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრალდებულებმა კანონის მთელი სიმძაფრით აგონ პასუხი.

პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. საქეშია მძიმე ჩვენება, რომელიც ჩვენ მივიღეთ დაზარალებულისგან. ამ ჩვენებიდან ჩანს ზუსტად, რომ ეს ადამიანები შეთანხმებულად, ჯგუფურად, ერთმანეთის ხელშეწყობით მოქმედებდნენ ყველა ეპიზოდში. სწორედ დაზარალებულის ჩვენებას ემყარება ბრალდებაც. 

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, როგორც ვიცით, დაზარალებულებს წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც სასაფლაოს დათვალისერების შედეგად იქნა აღმოჩენილი. ამასთან მიმდინარეობს სხვა მტკიცებულებების ფიქსაცია და მოკვლევა. არსებობს ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ფიქსირდებიან როგორ მიამართებიან ეს ადამიანები დანაშაულის ადგილზე და უამრავი სხვა მტკიცებულებები"- აცხადებს პროკურორი. 

მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დაიხურა. ადგილზე პოლიციელების უპრეცენდენტო მობილიზებაა. 

დაკავებულები დარბაზში სპეციალური დაცვით შეიყვანეს, რადგან სასამართლოს გარეთ მრევლი იყო შეკრებილი. 

მსგავსი სიახლეები