თბილისში მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა - არიან დაშავებულები

28.11.22 17:54
თბილისში მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე,  მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ინფორმაციას ფესიბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამი პირი დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.

მსგავსი სიახლეები