ძარცვა და ძალადობა მონაზონზე - ბრალდებულები სასამართლოში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს
ხაშურის სასამართლოს დღეს პოლიციის ცოცხალი კედელი იცავდა. ჯგუფურ ყაჩაღობასა და მონაზვნის ცემასა და გაუპატიურებაში ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს. იყო საფრთხე, რომ მრევლი დაკავებულებს ლინჩის წესით გასწორებოდა.
პროცესზე დღეს ხმა არცერთ დაკავებულს არ ამოუღია. ბრალს არ ეთანხმებიან, თუმცა მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება, ნაცემი მონაზვნის ჩვენება საქმეში დევს. მან ორივე თავდამსხმელი ამოიცნო.
მიყენებული დაზიანებების შედეგად მონაზონს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემები, მრავლობითი დაბეჟილობები და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მსხვერპლის პირდაპირი ჩვენების მიუხედავად, ერთ-ერთი დაკავებულის შვილი დარწმუნებულია, რომ მისი მამა უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად სახაზინო ადვოკატის შეცვლასაც აპირებს.
უფრო მეტი იხილეთ რეპორტაჟში.