ქვეყანაში ჰონ-კონგის ვირუსი ცირკულირებს - კლინიკები გადავსებულია

28.11.22 18:52
ქვეყანაში ჰონ-კონგის ვირუსი ცირკულირებს - კლინიკები გადავსებულია

ქვეყანა პანდემიის კიდევ ერთ წრეზე მიდის. კორონავირუსის შემდეგ  საქართველოში H3 N2   ე.წ ჰონ -კონგის ვირუსი  ცირკულირებს.  კლინიკები  გადავსებულია, საწოლი ადგილების დეფიციტი უკვე გაჩნდა.  ვირუსი ერთნაირად უტევს როგორც ბავშვებს, ისე  დიდებსაც.  ვირუსი  მაღალი სიცხით და ყელის მწვავე ტკივილით იწყება და დღეების განმავლობაში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

კლინიკებში მისულ "პირველებს" უდასტურებენ, რომ განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა ნულიდან ორ წლამდე ბავშვებში. მიმართვიანობა იმდენად მაღალია,რომ საავამდყოფოებმა საწოლების დამატება უკვე დაიწყეს.

უფრო ვრცლად ჰონ-კონგის ვირუსის შესახებ ნახეთ რეპორტაჟში.