გოგაშვილის ოჯახის ტერორი გრძელდება, ხელისუფლების ზეწოლაზე სუსის ექს მაღალჩინოსნის ნათესავი ალაპარაკდა
სოსო გოგაშვილის ნათესავი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტერორსა და ზეწოლაზე ალაპარაკდა. ბექა ხელაშვილი ამტკიცებს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გოგაშვილისთვის ტანსაცმლის შესაგზავნად იყო მისული, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მას მობილური ჩამოართვეს და მანქანის ჩხრეკა დაიწყეს.
გუშინ ჩემი დეიდაშვილი წასული იყო რუსთავში. სოსოსთვის ტანსაცმელები უნდა შეეგზავნა. ამ დროს მანქანაში მისთვის უცხო 3 პირი ჩაუჯდა. რაიმე ინფორმაციის მოხსენების გარეშე დაუწყეს ჩხრეკა, გააკავეს, წაართვეს ტელეფონი.
როცა შემდგომში უთხრეს, რომ სამართალდამცველები იყვნენ, ბექამ ითხოვა, დაერეკა ადვოკატთან, რისი საშუალებაც არ მისცეს. ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩამული, მათ შორის ერთ-ერთი იყო შოთა ბენდელიანი.
კარგის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ გადავრჩეთ. - აცხადენს სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი.
პარალელურად დღეს სასამართლოს გოგაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს. პროცესს უშიშროების ექს მაღალჩინოსანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სავარაუდოდ ვერ დაესწრება. ადვოკატები აპირებენ, სასამართლოს პროცესის გადავადების მოთხოვნით მიმართონ.