მიტროპოლიტი ჯაღმაიძეს უპირისპირდება - "პოსტი გავიზიარე, მაგრამ რომ წავიკითხე და გავერკვიე, წავშალე"
პირველი ინტერვიუ შემოქმედელ მიტროპოლიტთან, რომელმაც დუმილი "პირველებთან " დაარღვია. მეუფე იოსები ანდრია ჯაღმაიძეს უპირისპირდება.
მიტროპოლიტი პირდაპირ ამბობს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადება, რომელმაც მონაზონზე ძალადობის საქმეში მედიაა დაადანაშაულა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა ანდრია ჯაღმაიძის პოზიციას, შემოქმედელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადება გააზიარა, თუმცა "მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ" ეს პოსტი წაშალა.
ანდრია ჯაღმაიძის პოსტის შინაარს რომ გავეცანი, წავშალე ჩემი გვერდიდან. დამნაშავე არიან ის ყაჩაღები, არავის არ ვაბრალებ.
ზოგადად ჯაღმაიძის პოსტი ზოგადად გავიზიარე, ამის შესახებ არავის უთხოვია. როცა წავიკითხე და გავერკვიე მის შინაარში, წავშალე.
დამნასავე ყველა ის ადამიანია, ვინც ეკლესიას ებრძვის. ანდრია ჯაღმაიზის პოზიცია არ არის საპატრიარქოს პოზიცია. საპატრიარქოს პოზიციას გამოხატავს წმინდა სინოდი - განაცხადა მეუფე იოსებმა.