მემანქანეები გაფიცვის ზღვარზე - მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ
მეტროს მემანქანეები ხელფასების 20%-ით მომატებას ითხოვენ - თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებმა დღეს გამაგრთხილებელი აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება შეიძლება გაიფიცონ.
ამასთან მეტროს თანამშრომლები სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური დავის დაწყებას აპირებენ.