საზარელი მკვლელობა სალოსის ქუჩაზე - ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

30.11.22 13:33
საზარელი მკვლელობა სალოსის ქუჩაზე - ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

38 წლის გრიგოლ დოჩიას მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, 16 წლის არასრულწლოვანს მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა, გიზო საბეკია გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები