ნაადრევ ქორწინებას უნდა ვებრძოლოთ არა სისხლის სამართლებრივი, არამედ უფრო მეტი განათლების გზით - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მიიჩნევს, რომ ნაადრევ ქორწინებას უნდა ებრძოლონ არა სისხლის სამართლებრივი გზით, არამედ, ქვეყანაში უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება და განათლება ამ კუთხით.
როცა სოციუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი დაინიშნა, ან დაიწყო თანაცხოვრება ქორწინების მიზნით, ამ ინფორმაციის სათანადო ადრესატამდე მიტანის, ანუ რეფერირების მექანიზმი არ არის გამართული.
ამ პროცესს ჩვენ უნდა ვებძოლოთ არა სისხლის სამართლებრივი გზით, არამედ საინფორმაციო გზით, უფრო მეტი განათლებით - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოს რეგიონებში დაქორწინებულია - საგანგაშო სტატიკა ,,გაეროს ფონდმა" გაასაჯაროვა. კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ არასრულწლოვნების ნაადრევ ქორწინებაზე სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ აქვთ. არასათანდოა სასამართლოს როლიც, რომლიც მსგავსი შემთხვევებში ლმობიერებას იჩენს და საპროცესო შეთანხმებებს აფორმებს.