სასამართლოს გადაწყვეტილება მინიშნებაა, რომ ჟურნალისტის შეკითხვები მინიმუმ 15 ათასით დაისჯება - ნათია კაპანაძე
„მედიის უფლებების“ ხელმძღვანელი და მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძე სასამართლოს მიერ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დაშინების მცდელობად აფასებს.
კაპანაძის თქმით, აღნიშნული საქმე, რაზეც კალაძემ იდავა, თვითრეგულირების ფარგლებში იყო გადასაწყვეტი და არა სასამართლოსი.
კაპანაძე პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მინიშნება, რომ ჟურნალისტის შეკითხვები მინიმუმ 15 ათასი ლრით დაისჯება.
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიც ცილისწამების საქმეებზე ადგენს, რომ მოპასუხე არ შეიძლება იყოს ჟურნალისტი. საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც კახა კალაძემ იდავა, იყო თვითრეგულირების ფარგლებში გადასაწყვეტი. ეს საქმე არ შეიძლებოდა განხილულიყო სასამართლოს პირობებში. აქ არის არა მარტო „ტვ პირველისა“ და მაია მამულაშვილის დაშინების მცდელობა, არამედ ნებისმიერი ჟურნალისტის, ვისაც აქვს კრიტიკული შეკითხვა. ეს, დღეს უკვე არის მინიშნება, რომ მათი შეკითხვები დაისჯება მინიმუმ 15 ათასი ლრით“. - ამბობს ნათია კაპანაძე.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.
თბილისის მერი "ტვ პირველის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.