სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რამაც, დიდი ალბათობით, ხერხემლის დაზიანება გამოიწვია - ჯიშკარიანი
ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ექსპერტიზის ნაწილი გაასაჯაროვა.
ჯიშკარიანმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რამაც, დიდი ალბათობით, ხერხემლის ტრამვული დაზიანება გამოიწვია.
პატიმრობაში მყოფი პირი დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. რაც გამოიხატებოდა პატიმრის მოტყუებაში. საუბარია გადათრევაზე მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში. სადაც გამოყოფილი იყო სამედიცინო დანაყოფები და რეანიმაციული ბრიგადა, რაც ყოვლად დაუშვებელია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით. შემდგომში გადაყვანისას მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. რამაც დიდი ალბათობით გამოიწვია ხერხემლის ტრამვული დაზიანება. გამოძება არ არის ეფექტური და 2021 წლის 10 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, ექსპერტთა კომისია თვლის, რომ ხერხემლის დაზიანება დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეულ იქნას ამდაგვარი ქმედებით. ამას გარდა 11 დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ძილის დეპრივაციას. კრიმინალური სუბკულტურის მხრიდან პატიმრის შევიწროებას, ყვირილს, სიკვდილის მუქარას. რაც 19 ნოემრბის მონაცემებით გამოსაკვლევი პირის მხრიდან აღქმული იქნა როგორც სიკვდილის საფრთხე. ერთობლივში სამედიცინო ექსპერტიზის მხრიდან ეს ფასდება, როგორც მძიმე ტრამვა განხორციელებული პატიმრის მიმართ".- განაცხადა ჯიშკარიანმა.