პროკურატურა ცდილობს, დანაშაულის კვალი კახი კალაძეზე არ გავიდეს - ირაკლი ნადირაძე ვაკის პარკის საქმეზე

01.12.22 11:30
პროკურატურა ცდილობს, დანაშაულის კვალი კახი კალაძეზე არ გავიდეს - ირაკლი ნადირაძე ვაკის პარკის საქმეზე

"გრინსერვისპლიუსის" ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც პროკურორები  ბრალდებულების  გადაბირებაში ამხილა, თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საგანგაშოს და საყურადღებოს უწოდებს. ირაკლი ნადირაძის თქმით, პროკურატურა ცდილობს, დანაშაულის კვალი კახი კალაძეზე და მერიის სხვა მარალჩინოსნებზე არ გავიდეს. 

ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება საფუძვლიანად არის შესასწავლი. 

ის ადამიანები, ვინც დაკავებულები არიან, ხელს იშვერენ მერიის მაღალჩინოსნებისკენ და სავარაუდოდ, მერისკენაც, იმიტომ, რომ მათი დავალებების გარეშე, როგორც ჩანს, ისინი ამ დავალებებს არ შეასრულებდნენ. მათი განცხადება არის საგანგაშო და ძალიან საყურადღებო, ცდილობს, რომ გადაიბიროს ნიშნავს, რომ მათი პროკურორების, გამომძიებლების მხრიდან ხდება ზეწოლა დაკავებულ ადამიანებზე, არ ვიცი, რიგითი შემდუღებლები იქნებიან ეს თუ შპს-ს წარმომადგენლები,რომ დანაშაულის კვალი არ გავიდეს კახი კალაძეზე, მის მოადგილეზე ან მერიის სხვა მაღალჩინოსნებზე. ამ განცხადებას სჭირდება დამატებითი შესწავლა, რას გულისხმობდნენ ეს ადამიანები, - თქვა ნადირაძემ. 

 შეგახსენებთ, რომ "გრინსერვისპლიუსის" ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ  პროკურორები  ბრალდებულების  გადაბირებაში ამხილა.

ფურცხავნიძე ირწმუნება, რომ  დაკავებულებს ჩვენებების შეცვლას აიძულებენ, რომ  მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ მას დაეკისროს. რიგითი კალაძის გადასარჩენად სპეცოპერაციას ფარდა 30 ნოემბერს სასამართლო პროცესზე კალაძის პარტნიორმა სასამართლოში ახადა. 

 

მსგავსი სიახლეები