სააკაშვილს 4 ქირურგიული ოპერაცია სჭირდება - ჯიშკარიანმა ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა
ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მესამე პრეზიდენტისთვის ჩატარებული ექსპერტიზის ნაწილი გაასაჯაროვა, სადაც 10-მდე მძიმე დიაგნოზზეა საუაბრი.
ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან შესაძლოა სიცოხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც კი ჰქონდეს ადგილი.
ჯიშკარიანი ასევე ამბობს, რომ ექსპეტ კობის დაკვნის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს 4 ქირურგიული ოპერაცია სჭირდება.
როგორც ირკვევა, არსებობს რისკი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კუჭის კიბო განუვითარდეს.
6-10 მაინც არის მძიმე დიაგნოზი. წარმოდგენილი დიაგნოზებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ფასდება მძიმედ და პატიმრობასთან შეუთავსებელი. ეს დიაგნოზები გამოიწვევს ჯანმრთელობის შეუქცევად მოშლას. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.
ეს გახლავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მინისტრის ბრძანება. ეს არის ის მძიმე დაავადებები, რომელიც შეიძლება გახდეს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისსაფუძველი. ამ ბრძანების მიხედვით, მისი მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ექსპერტ კობის დასკვნით, საკააშვილს ესაჭიროება რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია. საუბარია 4 ოპერაციაზე. ასევე უცხოელი ექსპერტის დასკვნის მიხედვით, კუჭის კიბოს რისკზეა საუბარი და საჭიროა რეგულარული კვლევები'. - თქვა ჯიშკარიანმა.