"იარაღს ვიყიდი, მუხლებში დაგამტვრევ-მეთქი" - ქალი, რომელიც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა. მათ შორს ერთ-ერთი ქალია.
ირკვევა, რომ 55 წლის მაია დობორჯგინიძემ ფინანსური დავის გადასაჭრელად მიმართა ქურდულ სამყაროს, რომ 22 ათასი, რომელიც ვალად ჰქონდათ მისგან აღებული, დაებრუნებინათ.
შსს-მ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული ქალი ამბობს, რომ ქურდები ჩარია. ასევე ისმის მუქარა, რომ იარაღს იყიდის და მუხლებში დაამტვრევს პირს.
ოცდაორი გამოვუტანე ჩემი ქმრის ძმაკაცს. ვიხდიდი ყოველ თვე 400 ლარს.
ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო კალიასკაში უნდა ჩაგსვა-მეთქი.
ქურდები ჩავრიე რა, სვანები, ახლობლები. არაფერი არ მიაქვთ რა, სულ მოგცემენ. ხოდა ელაპარაკნენ და 6 თვე მისცეს. 40 ათასს დავფარავო“. - ამბობს დაკავებული ქალი.
მაია დობორჯგინიძემ სასამართლოში ბრალი აღიარა და დაადასტურა, რომ მართლაც მიმართა ქურდულ სამყაროს დახმარების თხოვნით.
დაკავებული ქალის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ დობორჯგინიძეს ორი წლის განმავლობაშ ატყუებდა მევალე, რომ ფულს დაუბრუნებდა, თუმცა არ დაუბრუნეს.
უფლებადაცველის თქმით, ქალს ხელთ არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონდა, რომ სასამართლოში მიეტანა, ამიტომაც მიმართა "ქურდულ სამყაროს"
კიდევ დაკავებულია 4 პირი, რომელთა ადვოკატები მედიასთან არ თანამშრომლობენ.