მონატრებას ამით ვებრძვი, ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს - ნიკო კვარაცხელიას დედა
თბილისში, ვერაზე, ჩაცხრილული ნიკო კვარაცხელიას დედა, არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელობა რუსეთიდან დაიგეგმა.
იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამკვეთებს უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.
ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, რუსეთიდან დაიგეგმა.
ვფიქრობ, კაველაძე ძალიან ფასეულია, მან ყველაფერი იცის, გაასაჯაროონ მისი აყვანის, დაკითხვის კადრები. პოლიციელები პირად საუბრებში აბსოლუტურად შეძრულები ჰყვებოდნენ, თუ რა მძიმე იყო მკვლელის დაჭერა და იმის მოსმენა, თუ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია დაკვეთით.
აკო ჭელიძემაც და გიორგი კავილაძემაც აუცილებლად უნდა დაასახელონ (დამკვეთები), ამის მოლოდინი მაქვს, აუცილებლად ისინი დაასახელებენ. გიორგი კავილაძე საცოდავი, შეუმდგარი ახალგაზრდა, „ნუთელაზე“ და კაკაოზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერ გაუძლებს ციხეში სამუდამოდ ჯდომას"- განაცხადა იზო ომაძემ.
ამასთან, იზო ომაძის განცხადებით, ვიღაცებს აკო ჭელიძე თამაშიდან გაყვანილი ჰყავთ, რადგან "კავილაძე დასაცავი ჰყავთ".
მე არ ვიცი, ვის დაასახელებს (კაველაძე), მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, კაკულიები დაასახელოს... მფარველები, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან.
მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო"- თქვა შვილმოკლულმა დედამ.
ემოციურად მძიმე იყო შვილმოკლული დედის კიდევ ერთი კომენტარი, ქალი ამბობსმ რომ შვილის ჩაცხრილვის კადრებს ხშირად უყურებს.
ყოველდღე, პროცესის წინ და ზოგადადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის"- დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დანიშნული პროცესი გადაიდო, მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულიდ სხდომაზე არ გამოცხადება გახდა.
აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 16 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ადვოკატებმა გაასაჩივრეს.