ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები ალაპარაკდებიან? - რა ინფორმაცია აქვს მოკლულის დედას

01.12.22 16:57
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები ალაპარაკდებიან? - რა ინფორმაცია აქვს მოკლულის დედას

თბილისში, ვერაზე, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა საკანდალურ განცხადებას აკეთებს - იზო ომაძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები უახლოეს პერიოდში ალაპარაკდებიან. 

მეტიც, შვილმოკლული დედის თქმით, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულებს დამკვეთებისა და მფარველების დასახელება მოუწევთ. 

აკო ჭელიძემაც და გიორგი კავილაძემაც აუცილებლად უნდა დაასახელონ დამკვეთები, ამის მოლოდინი მაქვს, აუცილებლად დაასახელებენ!

გიორგი კავილაძე საცოდავი, შეუმდგარი ახალგაზრდა, „ნუთელაზე“ და კაკაოზე გაზრდილი ბიჭი ვერ გაუძლებს ციხეში სამუდამოდ ჯდომას. მე არ ვიცი, ვის დაასახელებს, მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, კაკულიები დაასახელოს"- აცხადებს ომაძე. 

ამასთან, ნიკო კვარაცხელიას დედა მიანიშნებს, რომ მკვლელობის დამკვეთები "ძალიან სერიოზული ადამიანები არიან" 

მსგავსი სიახლეები