ქალმა ვალების გამო ე.წ. ქურდული გარჩევა დაუკვეთა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

01.12.22 19:42
ქალმა ვალების გამო ე.წ. ქურდული გარჩევა დაუკვეთა - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

"ტვ პირველმა" ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. 

5 დაკავებულიდან ერთ-ერთი, 55 წლის მაია დობორჯგინიძეა. კრიმინალური პოლიციის მტკიცებით, ქალმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად საქმეში ქურდები ჩართო. 22 ათასის ლარის დაბრუნებაში დახმარებას ქალი ახლობელ "ქურდებს" სთხოვს, მოვალეს კი ჯანრთელობის მძიმე დაზიანებით ემუქრება.

ქურდული სამყაროს  წევრობის ბრალდებით დაკავებული ქალი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს  დახმარებისთვის  მხოლოდ მეგობრულად მიმართა.  

დაკავებულის წინააღმდეგ საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება, სადაც  ქალი აღიარებს, რომ  მევალეებისგან ფულის დაბრუნებას სწორედ ქურდების  დახმარებით ცდილობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები