მალავს თუ არა გამოძიება მკვლელობის რეალურ დამკვეთებს? - ნიკო კვარაცხელიას საქმე თავდაყირა დგება
მალავს თუ არა გამოძიება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის რეალურ დამკვეთებს? მოკლული ახლგაზრდის დედის მხილება საქმეს თავდაყირა აყენებს. იზა ომაძე დაკავებულების აღიარებას ელოდება. ნიკო კვარაცხელიას დედა დარწმუნებულია, რომ საქმეში ძმები კაკულების არსებობა გამოძიების ინტერესში იყო.
შვილმოკლული დედა დამკვეთების გვარების დასახელებას ელოდება.
ამ დროისთვის მთავარი მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან, რომელთა საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.
იზა ომაძე ვარაუდობს, რომ სამუდამო პატიმრობის შიში აიძულებთ დაკავებულებს სიმართლე თქვან და უახლოეს მომავალში მკვლელობის რეალური ორგანიზატორები დაასახელონ.