მოშესა და ტრამპის მრჩევლის შეკვეთილი მკვლელობები - რა კავშირებზე წერს ამერიკული გამოცემა და რას ამბობს ებრაელი ბიზნესმენი

02.12.22 17:02
მოშესა და ტრამპის მრჩევლის შეკვეთილი მკვლელობები - რა კავშირებზე წერს ამერიკული გამოცემა და რას ამბობს ებრაელი ბიზნესმენი

ებრაელი ბიზნესმენი მის წინაარმდეგ დაგეგმილ ტერაქტს საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. ეს განცხადება იციკ მოშემ  მას შემდეგ გააკეთა, რაც ვრცელი სტატია ვაშინგტონ პოსტმა გამოაქვეყნა. 

ამერიკულ გამოცემა წერს, რომ თბილისში ბიზნესმენის ლიკვიდაციას გეგმავდა ირანის ის მოქალაქე, რომელმაც 2020 წელს დონალდ ტრამპის მრჩეველის მოკვლა შეუკვეთა. 

იციკ მოშე ამბობს, რომ  მისი სიკვდილი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც  საერთაშორისო ასპარეზზე ანტისემიტიზმის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზება დაიწყო. 

რაც შეეხება ბმას მასსა და ტრამპის მრჩეველს შორის, მოშე ფაქტობრივად  ამბობს, რომ მისი და ბოლტონის საქმიანობა თითქმის იდენტურია, ორივე ისრაელის სასარგებლო საქმეს აკეთებენ.


„არ მინდა არც ჩემი თავი და არც ჩემი საქმიანობა შევადარო ტრამპის იმ რჩევებს, ან მოადგილეს, მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის პროისრაელური ქმედებები და ქმედებები ამ ჭრილში, რომელიც არის ისრაელის სასარგებლოდ. როცა ჩვენ ვმუშაობთ ისრაელის კავშირებზე მეგობარი ქვეყნებისთვის, ეს ძალიან კარგია როგორც მეგობარი ქვეყნებისთვის, ისე ისრაელისთვის. 
მე არ მჯერა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის ქმედება. აქ არის საუბარია, დიდი ტერორისტული ჯგუფის დაგეგმილ მუშაობაზე. ეს დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მე ინფორმაცია მექნებოდა. მათ არ უნდათ,  რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იყოს ისრაეილის მეგობარი ქვეყნების სასარგებლოდ. ჩვენ საფრთხესაც ვგრძნობთ და ფრთხილადაც ვართ, მაგრამ, მიუხედავად ამ სიფრთხილისა, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ რაიმე ქმედება და საქმიანობა საქართველოში და ქვეყნის გარეთ“. - ამბობს მოშე.

 

მსგავსი სიახლეები