"პირველებმა" მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტის ამერიკული დასკვნა, სადაც წერია, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია

02.12.22 18:39
"პირველებმა" მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტის ამერიკული დასკვნა, სადაც წერია, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია

"პირველებმა" მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტის ამერიკული დასკვნა, სადაც წერია, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლულია.

ამერიკელი ექსპერტი დავიდ სმიტი წერს, რომ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს.

"ჩემი, როგორც ექსპერტის, აზრით და ზემოთ მოყვანილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, შეუძლებელია ამ აგენტებიდან ბევრი მათგანი სააკაშვილის ორგანიზმში წარმოადგენდეს სამედიცინო მკურნალობის შედეგს. რწმუნების გონივრული ხარისხის ფარგლებში, სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს. ამ მძიმე ლითონის აგენტებიდან ბევრი, მათ შორის (და არა მხოლოდ), ვერცხლისწყალი და სხვა აგენტები, როგორიცაა დარიშხანი, არ არის სამედიცინო დანიშნულების და ისინი ხელს უწყობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ დაქვეითებას", - წერს ამერიკელი ექსპერტი დავიდ სმიტი.

მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის სკანდალურ დეტალებს ნახავთ, "პირველებში" რვაზე.

მსგავსი სიახლეები