სააკაშვილი მძიმე მეტალითაა მოწამლული - რა წერია „პირველების“ მიერ მოპოვებულ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნაში

02.12.22 20:00
 სააკაშვილი მძიმე მეტალითაა მოწამლული - რა წერია „პირველების“ მიერ მოპოვებულ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნაში

მიხელ სააკაშვილი მძიმე მეტალით მოწამლულია. „პირველებმა“ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა მოიპოვა, სადაც პირდაპირ წერია, რომ მესამე პრეზიდენტის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს.   

უცხოელი სპეციალისტი ადგენს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა  ნივთიერება არ უკავშირდება მკურნალობას.  ანუ, ეს მეტალები პრეზიდენტის ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად არ მოხვედრილა. ისინი არ არიან სამედიცინო დანიშნულების და ხელს უწყობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ დაქვეითებას.

ახლა მთავარი კითხვაა, ვინ მოწამლა სააკაშვილი? ამ სკანდალური სამედიცინო დოკუმენტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის რადას დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის სიკვდილით  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან დაინტერესებულები. სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ კი განგაშის სიგნალი მხოლოდ დღეს ჩართო.

დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.