სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმავე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, ვინც მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო

02.12.22 20:06
სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმავე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, ვინც მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმავე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, ვინც 2018 წელს მესამე პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ახლა ადვოკატები არკვევენ, როგორ მოხვდა ელექტრონული განაწილების სისტემის პირობებში ეს საქმე ისევ გიორგი არევაძის ხელში.  

არსებობს ვარაუდი, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ სისტემის გვერდის ავლით პირდაპირ დააწერა საქმის განხილვა მისთვის სასურველ მოსამართლეს. 

საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთანაც.  

არევაძის მიერ 4 წლის წინ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგშია გასაჩივრებული. 

ამ ფაქტების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების წინააღმდეგია, რადგან  ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დრო. 

რაც შეიძლება სწრაფად უნდა  მოხდეს შუამდგომლობის განხილვა, რადგან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ვის რა მოლოდინი აქვს ისტორიული პროცესიდან - ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები