ერთი და იგივე დაქირავებული მკვლელი იციკ მოშესა და ტრამპის მრჩევლისთვის - „ვაშინგტონ პოსტმა“ დიდი სკანდალი გახეთქა
ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა თბილისში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ დაგეგმა.
„ვაშინგტონ პოსტი“ კონკრეტულ გვარსაც ასახელებს. შაჰრამ პურსაფი დღეს „ეფ ბი აი“-ს ძებნილთა სიაშია. ის ეჭვმიტანილია დონალდ ტრამპის მრჩევვლის ჯონ ბოლტონის მკვლელობის მცდელობაშიც.
დაქირავებულ მკვლელს 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ უნდა მოეკლა თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
ვაშინგტონის შემდეგ პურსაფის კვალი საქართველოშიც გამოჩნდა. სამიზნე იციკ მოშე იყო. თბილისში მკვლელობის მცდელობისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავეს.
ახლა გამოძიება, როგორც დამკვეთებზე ასევე შუამავლებზე გასვლას ცდილობს. მთავარი წყარო კი, სავარაუდოდ დაკავებული პაკისტანელი იქნება.
თავად ებრაელი ბიზნესმენი მის წინაარმდეგ დაგეგმილ ტერაქტს საკუთარ სამქიანობას უკავშირებს.
ანალოგიური ვერსია აქვს იციკ მოშეს ჯონ ბოლტონთან დაკავშირებითაც, რომელიც ისრაელის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა, რის გამოც ტერორისტების სამიზნე გახდა.
რა წერს ამერიკული გამოცემა თბილისში დაგეგმილ მკვლელობაზე -დეტალურად ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.