ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერის შეკეთებას კახი კალაძე თავიდან, 13 მილიონით ცდილობს
13 მილიონი ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის. თბილისის მერია მზად არის ეს თანხა ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადაუხადოს იმ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურის აღდგენას დათანხმდება.
ეს გადაწყვეტილება კახი კალაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია ჩავარდა. კომპანია მამისონმა, რომელსაც ჯერ გოცირიძის და შემდეგ ვარკეთილის სადგურები უნდა განეახლებინა, სამუშაოები ვერ შეასრულა, თუმცა მერიისგან გამოყოფილი მილიონები დაიტოვა.
ახლა კალაძე ახალ კომპანიას ეძებს. ერთ პირთან პირდაპირ გაფორმებული ხელშეკრულება ბევრ რისკებს მოიცავს, თუმცა მერია მზად არის 13 მილიონი ისე დახარჯის, რომ სამუშაოების ხარისხიანად დასრულების გარანტია არც ამჯერად ექნება.
ოპოზიცია კი სულ სხვა პრობლემაზე მიუთითებს. მათი მტკიცებით საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელსაც მეტროს სადგურების რეაბილიტაციის გამოცდილება აქვს, ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტი მილიონებს ისევ ქარს გაატანს.
დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.