"ქართველ გმირს დღეს გამოვაცილებთ საქართველოში" - ჯაბა ხოფერიას პანაშვიდი კიევის მთავარ ტაძარში მიმდინარეობს

03.12.22 11:36
"ქართველ გმირს დღეს გამოვაცილებთ საქართველოში" - ჯაბა ხოფერიას პანაშვიდი კიევის მთავარ ტაძარში მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კიევში გადაასვენეს.

ჯაბა ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან დაიწყო.

ამ დრომდე მძიმეა დაჭრილი მებრძოლების მდგომარეობა, მათ კლინიკებში მკურნალობენ.

გიგა მაქარაშვილის თქმით, რომელიც უკრაინაში იმყიოფება, ქართველ გმირს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.

"უკრაინელი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ თითოეულ დაჭრილს დროული სამედიცინო დახმარება ჩაუტარდეს. სასტიკი ომი მიმდინარეობს და ჩვენ არა ერთი ვაჟკაცი დავკარგეთ. დღეს კიდევ ერთ ქართველ გმირს გამოვაცილებთ კიევიდან საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დაღვრილი სისხლი, რომელსაც საქართველო გაიღებს მისი და უკრაინის თავისუფლებისთვის", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მსგავსი სიახლეები