მკვლელობა რაჭაში - ამბროლაურის პოლიციაში საქმის ოქროს მოწმეა მიყვანილი
ამბროლაურის პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო.
განყოფილებაში საქმის ოქროს მოწმეა მიყვანილი.
თეიმურაზ ლომთაძე ის კაცია, რომელმაც მეზობლის მკვლელობას საკუთარი თვალით უყურა, შემდეგ კი საკუთარ თავს გაქცევით უშველა.
ამ დრომდე პოლიცია ვერ გადის ეჭვმიტანილის კვალზე.
რაჭის ტყეში მეზობლის მკვლელობაში მხილებულ ახალგაზრდას პოლიცია მთელ ქვეყანაში ეძებს.
არსებობს ცნობებიც, რომ 35 წლის კაცსს რთული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
რაჭაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. 61 წლის კაცი სასიკვდილოდ ახალგაზრდა ბიჭმა, 40 წლის გიორგი სოხაძემ დანით დაჭრა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.