ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე - სააკაშვილის დედა უცხოელი ექსპერტის დასკვნას ნდობას უცხადებს

03.12.22 13:10
ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე - სააკაშვილის დედა უცხოელი ექსპერტის დასკვნას ნდობას უცხადებს

ცოტა ხნის წინ,  კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან შესახვლეად გიული ალასანია მივიდა.

ალასანია, ადვოკატების მსგავსად, იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ კობა კაციტაძის უწყების მიერ ჩატარებული კვლევით ვერ დადგგინდება, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული მძიმე მეტალით და ის სრულად იზიარებს ამერიკელი ექიმის სკანდალურ დასკვნას, სადაც მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ პირდაპირაა საუბარი.

ბევრმა გამოცდილმა ექიმმა გამოთქვა ეს ვარაუდი, რომ ხომ არ არის მოწამვლა. ეს ანალიზი გაკეთდა კალიფორნიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაცია გააკეთა ძალიან ცნობილმა ტოქსიკოლოგმა. ეხლა ძალიან სასწრაფოა, დეტოქსიკაცია უნდა მოხდეს.
მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ძალიან მოდუნებული იყო, ძალიან უსიცოცხლოდ იყო...ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან",- თქვა გიული ალასანიამ. 

კვლევები, რომელიც გუშინ სააკაშვილს რვა თვის დაგვიანებით კაციტაძის უწყებამ ჩაუტარა, დიდი ალბათობით არასწორ შედეგს აჩვენებს. სისხლის და შარდის ანალიზში ვერ გამოჩნდება ის, რაც ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დაადგინეს, ამიტომ ახლა უფლებადამცველები საგამოძიებო სამსახურის კვლევის შედგების  საქმიდან ამოღებას ითხოვენ და შუამდგომლობას სასამართლო პროცესზეე დააყენებენ.
 

მსგავსი სიახლეები