მეზობლის მიერ მეზობლის მკვლელობა რაჭაში - ოქროს მოწმის დედა "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს

03.12.22 13:19
მეზობლის მიერ მეზობლის მკვლელობა რაჭაში - ოქროს მოწმის დედა "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს

რაჭაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - ოქროს მოწმის დედა "პირველებთან" მომხდარის შესახებ დეტალურად ყვება და ამბობს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა ძმობის ფიცის დასადებად ამოიღო დანა და ხელი გაიჭრა, შემდეგ კი 61 წლის კაცს 4-ჯერ დაარტყა.

ქალი, ასევე 40 წლის მამაკაცის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებაც საუბრობს.

„დილით მოვიდა, მომეხმარეთო, სულ ახლობელი იყო ის, რომელიც მოკლა. არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია არასდორს, სულ კარგად იყვნენ ერთმანეთთან. რომ ავედითო იქო, გვითხრა, ახლა ბიჭებო დავძმობილდეთო, გადასული იყო ჭკუიდან. ამოუღია დანა და ხელი გაუჭრია. ხოდა, მერე ამას მიარტყა და მიარტყა თურმე, ვინც მოკლა. 3-4ჯერ რომ მიარტყა დანაო, მე გამოვიქეცი და დავუძახე პოლიციასო.". - ამბობს ოქროს მოწმის დედა.

რაჭაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. 61 წლის კაცი სასიკვდილოდ ახალგაზრდა ბიჭმა, 40 წლის გიორგი სოხაძემ დანით დაჭრა.

შემთხვევა გუშინ ამბროლაურში  მოხდა. თავდამსხმელი მსხვერპლს სასტიკად ტყეში გაუსწორდა.