"გამოდით ყველა, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი" - სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან
მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ხალხი რეგიონებიდანა მოდის. ავტოკოლონა უკვე გზაშია.
გორიდან მოსახლეობა დილით გამოვიდა. ოპოზიციური ფლანგის აქტივისტები რეგიონებიდან, მხარდამჭერებთან ერთად როსტომ მეფის სასახლესთან ცოტა ხანში გამოჩნდებიან.
მინდა მივმართო საზოგადოებას, ხალხო, დაგავიწყდათ, სიბნელეში და სიცივეში რომ ისხედით? ნუთუ არაფერი არარ გახსოვთ. გამოდით ყველანი და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი“- ამბობს აქციის მონაწილე.
ზუსტად 3 საათზე ორად გაყოფილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ისევ გაერთიანდება.
აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად დღის პირველ ნახევარში იწყება. შეკრებას უერთდებიან პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიიდან, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მედიკოსებიც.